GSHOP.GE - TECHNICAL SUPPLIES
GS

კატეგორიები

ოპტიკა ოპტიკა
ქსელური მოწყობილობები ქსელური მოწყობილობები

კატეგორია ვერ მოიძებნა

სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა

ქუქი (Cookie) ფაილები და მათი გამოყენების პირობები

Cookies - იგივე მზა ჩანაწერები, მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებიც ხელს უწყობენ ვებგვერდის შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებას. ფაილები ინახება თქვენსავე მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა.

ქუქი ფაილი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მოწყობილობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას თქვენი ვინაობის შესახებ.

ზოგიერთი “ქუქი”, რომელსაც ვიყენებთ, ბრაუზერის სესიის დასრულებისთანავე იშლება (ე.წ. სესიის “ქუქი” ფაილები). ეს საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, გაჩვენოთ საყიდლების კალათა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი პროდუქტი გაქვთ ამჟამად კალათაში და რა არის თქვენი შესყიდვის მიმდინარე საერთო ღირებულება.

სხვა “ქუქი” ფაილები უფრო დიდხანს რჩება თქვენს მოწყობილობაზე და საშუალებას გვაძლევს, მომდევნო ვიზიტისას ამოვიცნოთ თქვენი მოწყობილობა (ე.წ. მუდმივი ან ჯვარედინი “ქუქი” ფაილები). ეს “ქუქი” ფაილები გვეხმარება, გავხადოთ ჩვენი შეთავაზებები თქვენზე მორგებული და უფრო მიმზიდველი.

აღნიშნული “ქუქი” ფაილები აუცილებელია ვებგვერდის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და ნავიგაციისთვის. ისინი ასევე, ინახავს თქვენ მიერ შეყვანილ გარკვეულ მონაცემებსა და პარამეტრებს, რათა არ მოგიწიოთ მათი განმეორებით შეყვანა და Gshop.ge-ს კონტენტი უკეთ მოერგოს თქვენს ინტერესებს. აუცილებელი “ქუქი” ფაილების გარეშე ვებგვერდის გამოყენება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს.


1. Cookie ფაილების ტიპები

აუცილებელი Cookie ფაილები

საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების შეუფერხებელი მუშაობისთვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისთვის.

ფუნქციური Cookie ფაილები

მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუწიოს ამ არჩევანის გაკეთება, მაგალითად, ვებგვერდის მოხმარების წესებსა და Cookie პოლიტიკაზე თანხმობა.

ანალიტიკური Cookie ფაილები

ინახავს ინფორმაციას ვებგვერდისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ, იმის მიხედვით, თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მომხმარებელს ესა თუ ის ინტერაქცია.

სესიის & მუდმივი Cookies

Session Cookies: ბრაუზერის დახურვისას ავტომატურად იშლება.
Permanent Cookies: რჩება ბრაუზერში მისი დახურვის შემდეგაც (მაგ. პაროლის ან ენის დამახსოვრებისთვის).


Cookie ფაილების წაშლა

Cookie ფაილების წაშლა შესაძლებელია თქვენს მოწყობილობაში არსებული ვებბრაუზერის პარამეტრებიდან. Cookie ფაილების წაშლის შემდეგ, ვებგვერდი ხელახლა მოითხოვს თანხმობას Cookie პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე.


2. გამოყენებული “ქუქი” ფაილების კლასიფიკაცია

შპს ქლაუდი (Gshop.ge) იყენებს შემდეგი სახის “ქუქი” ფაილებს:

  • Session Cookies (სესიის “ქუქები”): ეხმარება ვებგვერდს, ამოიცნოს მომხმარებელი და მიიღოს ინფორმაცია ვებგვერდზე მისი აქტივობების შესახებ. მოცემული “ქუქები” ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის საიტზე აქტივობების ვადის შესახებ და როცა ბრაუზერი დაიხურება მოცემული “ქუქი” ფაილებიც წაიშლება.
  • Permanent Cookies (მუდმივი “ქუქი”): მუდმივი „ქუქი-ფაილები“ ოპერაციულ სისტემაში რჩება ბრაუზერის დახურვის შემდეგაც. მაგალითად, ამ „ქუქი-ფაილებს“ შეუძლია პაროლებისა და საიტზე წვდომის პარამეტრების დამახსოვრება.
  • First party cookies (პირველი პირის “ქუქი”): მოცემული „ქუქი-ფაილები“ საიტის მეშვეობით რეგისტრირდება, იმახსოვრებს თქვენ მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს (მაგალითად, საიტის ენას) და გეხმარებათ მომსახურების მარტივად მიღებაში.
  • Third party Cookies (მესამე პირების “ქუქი”): მესამე პირების მეშვეობით აანალიზებს თქვენს აქტიურობას საიტზე, რათა შემდგომში მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შემოთავაზებები.
  • ვებგვერდის შესრულება და ანალიტიკა (Web Performance და Analytics): ვებგვერდის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ შესაბამის ინსტრუმენტებს სტატისტიკის შესაგროვებლად და მომხმარებელთა ზოგადი ქცევის გასაანალიზებლად. ასევე, ვიყენებთ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა შევაფასოთ ჩვენი სხვადასხვა მარკეტინგული არხების ეფექტურობა.

3. თანხმობის გამოხატვა და სამართლებრივი საფუძველი

კომპანია აგროვებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე. თქვენ ამ თანხმობას გამოხატავთ ბანერზე მითითებული ტექსტის მიღებით: „საიტით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით „ქუქი-ფაილების“ გამოყენებას.“ თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია შეინახავს მონაცემებს თქვენს მოწყობილობაზე (მაგალითად, „ქუქი-ფაილების“ დაყენებით) ან მიიღებს მონაცემებს თქვენი მოწყობილობიდან.

„ქუქი-ფაილების“ დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:

  • „ა“ ქვეპუნქტი: მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • „ბ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.

4. თანხმობა მესამე პირებისათვის მონაცემების გადაცემაზე

4.1 მეტა (Meta)

ჩვენი პლატფორმა იყენებს Meta Platforms Ireland Limited-ის სარეკლამო სერვისებს (მისამართი: 4 Grand Canal Square, Dublin, Ireland).

„ქუქი-ფაილების“, მოწყობილობის იდენტიფიკატორების ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, შპს ქლაუდი და Meta Platforms Ireland Limited ერთობლივი პასუხისმგებლობით აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდის/აპლიკაციის გამოყენების შესახებ (მაგალითად, ნანახი სტატიების/პროდუქტების შესახებ).

Gshop.ge-ს ვებგვერდში ინტეგრირებულია Meta-ს Website Custom Audience Pixel, რომელიც საშუალებას აძლევს Meta-ს მიიღოს მონაცემები იმ შემთხვევებში, როდესაც იყენებთ ჩვენს პლატფორმას. კერძოდ, განისაზღვრება თქვენი მოწყობილობის ID (თქვენი სახელისა და გვარის ან სხვა პერსონალური მონაცემების გარეშე). მონაცემების პერსონალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Facebook-ზე ან Instagram-ზე ხართ რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრაციისას ავტომატურად ეთანხმებით Meta-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებას.

გარდა ამისა, ჩვენ Meta-ს ვუზიარებთ ინფორმაციას თქვენ მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ. ასევე, Meta-ს გადავცემთ თქვენს ანგარიშში შენახულ ელფოსტის მისამართს დაშიფრული სახით, იმ პირობით, რომ შესული ხართ Gshop.ge-ს პლატფორმაზე და თანხმობას აცხადებთ მონაცემთა გადაცემაზე. დაშიფრულ ელფოსტის მისამართს Meta იყენებს მხოლოდ ვებგვერდის ვიზიტორების იდენტიფიკაციისთვისა და პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზების მიზნით.

ვებგვერდზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა, Facebook-სა და Instagram-ზე მიიღოთ Gshop.ge-ს პერსონალიზებული შეთავაზებები. შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს Meta-ს მიერ და გაერთიანდეს სხვა მონაცემებთან, რათა Meta-მ გამოიყენოს საკუთარი ვებსაიტის მიზნებისთვის ან მესამე მხარის მარკეტინგული მიზნებისთვის.

Meta Platforms Ireland Limited არის პასუხისმგებელი Pixel-ის საშუალებით შეგროვებული მომხმარებლის მონაცემთა შენახვაზე და შემდგომ დამუშავებაზე. როგორც მონაცემთა დამმუშავებელი, Meta Platforms Ireland Limited შეიძლება ინახავდეს თქვენს შესახებ მონაცემებს აშშ-ში.

Meta-ში მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ: facebook.com/privacy/policy

4.2 Google Analytics

შპს ქლაუდი, ასევე თქვენი თანხმობის საფუძველზე იყენებს Google Analytics-ს Gshop.ge-ს პლატფორმის ადაპტაციისა და მუდმივი ოპტიმიზაციის მიზნით. Google Analytics Basic არის ვებ ანალიტიკური სერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს Google Ireland Limited, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, ირლანდია („Google“).

Google Analytics იყენებს ე.წ. „ქუქი-ფაილებს“ და მსგავს ტექნოლოგიებს, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე და აანალიზებს თქვენს აქტივობებს ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია გამოიყენება თქვენ მიერ ვებსაიტის გამოყენების შესაფასებლად და აქტივობის შესახებ ანგარიშების შესადგენად. ჩვენ მიერ Google Ireland Limited-ში მონაცემების გადაცემის შემდეგ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს Google.

Google Ireland Limited-მა, როგორც მისთვის გადაცემულ მონაცემთა ერთადერთმა დამმუშავებელმა, შეიძლება შეინახოს თქვენს შესახებ მონაცემები აშშ-ში.

დამატებითი ინფორმაცია თქვენი თანხმობის გამოხმობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: support.google.com/analytics