GSHOP.GE - TECHNICAL SUPPLIES
GS

კატეგორიები

ოპტიკა ოპტიკა
ქსელური მოწყობილობები ქსელური მოწყობილობები

კატეგორია ვერ მოიძებნა

სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს ქლაუდი (GSHOP.GE) პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესებით.

კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომას პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. ვებგვერდზე თითოეული მოქმედება ლოგირებულია, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემთა დათვალიერებისა თუ ცვლილებების კონტროლს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მათი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო ხელმისაწვდომობის, ასევე შემთხვევითი დაკარგვის, დაზიანებისა თუ განადგურების თავიდან ასაცილებლად.

პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს.


მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები

თუ კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშს გახსნით, შპს ქლაუდი იღებს პასუხისმგებლობას თქვენს ანგარიშში შენახული მონაცემების დაცვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

პლატფორმის ოპერირება

შპს „ქლაუდი“ არის Gshop.ge-ს პლატფორმის ოპერატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შპს ქლაუდი არის პასუხისმგებელი მონაცემების შეგროვებასა (მონაცემებზე თვალყურის დევნება) და დაცვაზე.


1. მონაცემთა დაცვის ინფორმაციის სტრუქტურა

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი:

  • სახელწოდება: შპს „ქლაუდი“
  • ს/კ: 420431884
  • მისამართი: თბილისი, საქართველო
  • ტელ: 599 127 000
  • ელ-ფოსტა: sales@gshop.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

  • ოფიცერი: დიმიტრი ნარმანია
  • მისამართი: თბილისი, საქართველო
  • ტელ: 599 127 000
  • ელ-ფოსტა: sales@gshop.ge

2. მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

2.1 ხელშეკრულების დადება, შესრულება ან/და შეწყვეტა

2.1.1 მონაცემთა მოწოდება კონტრაქტის გაფორმების პროცესში

თუ დარეგისტრირდებით შპს ქლაუდის პლატფორმაზე ან გააფორმებთ ხელშეკრულებას კომპანიასთან, კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესასრულებლად ან შესაწყვეტად დაამუშავებს შემდეგ პირად მონაცემებს:

სახელი, გვარი მიწოდების მისამართი ელ.ფოსტა დაბადების თარიღი ტელეფონის ნომერი პირადი ნომერი ინფორმაცია განთავსებული შეკვეთების შესახებ

მოცემული მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტებით:

  • „ბ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად.
  • „გ“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით.
  • „ი“ ქვეპუნქტი: მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.

თქვენსა და შპს ქლაუდს (Gshop.ge) შორის ნასყიდობის ხელშეკრულების განსახორციელებლად, ასევე, საჭიროა შემდეგი სახის მონაცემების დამუშავება:

საცხოვრებელი მისამართი ელ.ფოსტის მისამართი ტელეფონის ნომერი

შეძენილი საქონლის მიწოდების მიზნით აღნიშნული მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორ ლოჯისტიკურ და საკურიერო კომპანიებს.

თქვენი ვიზიტისას ჩვენს საიტზე დაფიქსირებული მონაცემები ანონიმურია და შეუძლებელია თქვენი იდენტობის დადგენა. თუმცა, თქვენი პროფილიდან შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, მათ შორის:

  • • თქვენი „IP“ მისამართი ან პროქსი სერვერის „IP“ მისამართი;
  • • თქვენ მიერ მოთხოვნილი დომენის სახელი;
  • • თქვენი მოწყობილობის დასახელება და სერიული ნომერი;
  • • ინტერნეტ სერვის პროვაიდერის სახელი (ISP კავშირი);
  • • ვებსაიტზე თქვენი ვიზიტის თარიღი და დრო;
  • • თქვენი სესიის ხანგრძლივობა;
  • • Gshop.ge-ს ის გვერდები, რომლებზეც შედიხართ;
  • • ჩვენს საიტზე შემოსვლის რაოდენობა თვის/წლის განმავლობაში;
  • • URL, რომელსაც უყურებთ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • • ვებსაიტი, რომელმაც გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე;
  • • ოპერაციული სისტემა, რომელსაც იყენებს თქვენი კომპიუტერი.

2.2 საკურიერო კომპანიებისთვის მონაცემების გაზიარება

შეკვეთის ადგილზე მიწოდებისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ საკურიერო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან, რომელთაც შესაძლოა გადაეცეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

სახელი, გვარი საფოსტო კოდი ელ.ფოსტის მისამართი ტელეფონის ნომერი პირადი ნომერი

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი: კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (ხელშეკრულების/გარიგების შესასრულებლად).

2.3 მონაცების მიმღების კატეგორიები

2.3.1 მონაცემების გადამცემი

შპს ქლაუდი იყენებს სხვადასხვა სერვის პროვაიდერებს თქვენი მონაცემების დასამუშავებლად. დამმუშავებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა უწყება, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით. დამმუშავებლები არ იყენებენ მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის – ისინი მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ შპს ქლაუდის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისად.

მაგალითი 1: თუ შპს ქლაუდისგან პროდუქტს ყიდულობთ, სხვა მონაცემებთან ერთად, კომპანიას აწვდით თქვენი ელ.ფოსტის მისამართს. კომპანია ამ ინფორმაციას იყენებს შეკვეთის დადასტურების გასაგზავნად. ამის უზრუნველსაყოფად, თქვენი ელ.ფოსტის მისამართი გადაეცემა სერვისის პროვაიდერს, რომელიც თქვენს სახელზე შეკვეთის დადასტურებას აგზავნის. ამ პროცესში სერვისის პროვაიდერი ამუშავებს თქვენს ელ.ფოსტის მისამართს კომპანიის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.

მაგალითი 2: თუ გაქვთ შეკითხვა, მაგალითად, შეკვეთასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის ცენტრს. მომხმარებელთა მომსახურებისთვის კომპანია იყენებს გარე მხარდაჭერის/ქოლცენტრის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც ამუშავებენ თქვენს მონაცემებს კომპანიის სახელით და არა საკუთარი მიზნებისთვის.

2.3.2 სხვა მესამე პირები

შპს ქლაუდი, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან მომსახურების მიწოდებისა და სხვა მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მათ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, რათა უზრუნველყოს მომსახურების სრულფასოვანი გაწევა (მაგალითად, ინფორმაცია გადაეცემა მწარმოებლებს ან მიმწოდებლებს პროდუქტის გაწვევის („რიქოლის“) შემთხვევაში).

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი: კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტები.

2.4 მონაცემთა დამუშავება მარკეტინგული მიზნებისთვის

შპს „ქლაუდი“ (ს/კ 420431884) თქვენი თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია დაამუშაოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, კომპანია მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე აქციებსა და შეთავაზებებზე.

მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი მონაცემების დამუშავება ასევე შესაძლებელია შპს „ქლაუდის“ დაკავშირებული კომპანიების მიერ.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე, რაც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

თანხმობის გამოხმობა / გაუქმება:

კანონის შესაბამისად, შპს „ქლაუდი“ ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, თუმცა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. თუ გსურთ მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავების თანხმობის გაუქმება, შეგიძლიათ შეტყობინება გაგზავნოთ თქვენ მიერ სისტემაში რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართიდან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@gshop.ge

2.5 მონაცემთა დამუშავება თაღლითობის პრევენციის მიზნით

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის რისკების შემცირების მიზნით, ჩვენი სერვისების მომხმარებლებთან დაკავშირებული მონაცემები გადაცემის პროცესში დაშიფრულია. ეს ეხება როგორც შეკვეთას, ასევე, მომხმარებლის ანგარიშზე რეგისტრაციას.

მონაცემთა დაშიფვრა ხორციელდება კოდირების სისტემა SSL (Secure Socket Layer) გამოყენებით, რაც მესამე პირებს მონაცემებზე წვდომას უზღუდავს. კიბერ შეტევებისგან დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეყრდნობით უსაფრთხოების სპეციალურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მუდმივად ამოწმებენ ჩვენს სისტემებსა და საიტზე დაფიქსირებულ ანომალიებს.

მაგალითად, შეკვეთის განთავსებისას თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შპს ქლაუდის მიერ იმის შესამოწმებლად, მოხდა თუ არა შეკვეთის არატიპიური პროცესი (მაგალითად, დიდი რაოდენობით საქონლის ერთდროულად შეკვეთა იმავე მისამართზე სხვადასხვა მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით).

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები მონაცემთა დაკარგვისა და განადგურებისგან, ასევე, მომხმარებელთა მონაცემების უნებართვო წვდომისა თუ გავრცელებისგან. ამ გზით ვცდილობთ, რომ არაავტორიზებული წვდომის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს. თუმცა, ჩვენ, ისევე როგორც სხვა კომპანიები ვერ ვუზრუნველყოფთ აბსოლუტურ დაცვას.

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი: კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები.


3. მონაცემთა დამუშავების ვადა და მონაცემების წაშლა

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სანამ ეს აუცილებელია მოცემულ უსაფრთხოების პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის, განსაკუთრებით ჩვენი სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ასევე, შეიძლება შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში თუ კანონი გვაძლევს ამის უფლებას, მათ შორის, სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვის მიზნით.

თუ დახურავთ თქვენს ანგარიშს, ჩვენ წავშლით ყველა მონაცემს, რომელიც შენახული გვაქვს. თუ შეუძლებელია ან აუცილებელია თქვენი მონაცემების მთლიანად წაშლა სამართლებრივი მოთხოვნების გამო, შესაბამისი მონაცემები დაიბლოკება შემდგომი დამუშავებისთვის.

რას იწვევს ბლოკირება?

თუ მონაცემები დაბლოკილია, წვდომის უფლებების შეზღუდვა და სხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები გამოიყენება იმისთვის, რომ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს შეეძლოს შესაბამის მონაცემებზე წვდომა. დაბლოკილი ინფორმაციის გამოყენება მათ მხოლოდ კანონით მოთხოვნილი მიზნებისთვის შეუძლიათ, როგორიცაა საგადასახადო ოფისში წარსადგენად, შემოწმების მიზნით, თუმცა მონაცემები მარკეტინგული მიზნებისათვის აღარ დამუშავდება.

დამატებითი პირობები მონაცემთა დამუშავების ვადაზე:

  • საიტზე რეგისტრაცია: მონაცემები ინახება მომხმარებლის საიტზე რეგისტრაციის ვადით.
  • მარკეტინგული მიზნები (მობილური და ელ.ფოსტა): გამოიყენება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე ან თანხმობის გამოხმობის მომენტამდე.
  • თრექინგ მონაცემები (Cookies და იდენტიფიკატორები): შენახვის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 2 წლის ვადით.

4. მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებები

უფლებების განსახორციელებლად მონაცემთა სუბიექტმა (მომხმარებელმა) მის ანგარიშზე რეგისტრირებული ელ. ფოსტით უნდა გამოგვიგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: sales@gshop.ge

ტერმინები „კანონი“ და „ამ კანონის“ ქვემოთ ნიშნავს საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მაცნეს ვებგვერდზე: matsne.gov.ge

მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მომხმარებლის მონაცემთა მიმდინარე თუ შესაძლო დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
  • მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ;
  • მონაცემთა სუბიექტის ამ თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
  • მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, ასევე, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ;
  • მონაცემთა მიმღებთა ვინაობის ან მათი კატეგორიების შესახებ, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მუხლი 14. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემთა ასლები, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა).

მუხლი 15. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, რაც უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დამუშავების სხვა საფუძვლები).

მუხლი 17. მონაცემთა დაბლოკვის უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული გარემოებები (მაგ. როცა სადავოა მონაცემების სიზუსტე, ან დამუშავება უკანონოა და მომხმარებელი ეწინააღმდეგება წაშლას).

მუხლი 18. მონაცემთა გადატანის უფლება

თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, პასუხისმგებელი პირისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

მუხლი 20. თანხმობის გამოხმობის უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

მუხლი 22. გასაჩივრების უფლება

კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.