DoorBox PRO კარის წყალგაუმტარი კონტროლერი ანტენით
მარაგშია
252.00 ₾
პროდუქტის აღწერა
doorBox PRO არის უკაბელო კონტროლერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ ნებისმიერი ტიპის კარი, ჭიშკარი, ელექტრო-საკეტი, უჯრა ან კარადა სმარტფონის გამოყენებით. მოწყობილობა მუშაობს wBox აპლიკაციის მეშვეობით და სრულად თავსებადია ხმოვან ასისტენტებთან — Amazon Alexa და Google Home. doorBox PRO გაძლევთ უკუკავშირს კარის სტატუსის შესახებ (ღიაა თუ დაკეტილი) და გააჩნია წყალგაუმტარი კორპუსი (IP54), რაც მის გარე პერიმეტრზე მონტაჟს ხდის შესაძლებელს.
მახასიათებლები:
- მაგნიტური (Reed switch) ან ინდუქციური სენსორის მიერთებისას, აპლიკაციაში ჩანს კარი ღიაა თუ დაკეტილი.
- შესაძლებელია ხალხისთვის წვდომის მინიჭება ("Access management")
- ავტომატური მოქმედებების გაწერა დროის ან მზის ჩასვლა/ამოცნობის მიხედვით.
- სპეციალური ინპუტი ('12'), რომელზეც ღილაკის მიერთებისას ტელეფონზე მოდის შეტყობინება (Doorbell ფუნქცია).
- კომუნიკაცია დაშიფრულია WPA2-PSK სტანდარტით
ტექნიკური დეტალები
| კვება | 12-24V AC/DC |
| ენერგიის მოხმარება | 1W-ზე ნაკლები |
| გამომავალი რელეს ტიპი | რელე, ნორმალურად ღია (NO), განცალკევებული |
| მაქსიმალური დატვირთვა | 5A 230V AC / 5A 30V DC |
| მაქსიმალური სიმძლავრე | 1150 VA (230V AC-ზე) / 150W (30V DC-ზე) |
| ინპუტების რაოდენობა | 3 (ლოგიკური, უძაბო/volt-free) |
| შემავალი სიგნალის დიაპაზონი | 12-24V AC/DC |
| აქსესუარების კვების გამომავალი | 12-24V DC / 100mA |
| დაცვის დონე | IP54 |
| ანტენის ტიპი | ყოვლისმომცველი, 5dB გაძლიერება (შედის კომპლექტში) |
| ანტენის კონექტორი | RP-SMA |
| კომუნიკაციის სტანდარტი | WiFi, თავსებადი 802.11g-თან |
| სიხშირე | 2.4 GHz |
| სამუშაო ტემპერატურა |
-20 გრადუსიდან +50 გრადუსამდე |
| დაშიფვრა |
WPA2-PSK |
| ზომები | 50 x 92 x 28 მმ (ანტენის გარეშე), 85 x 230 x 28 მმ (ვერტიკალური ანტენით) |