GSHOP.GE - TECHNICAL SUPPLIES
GS

კატეგორიები

ოპტიკა ოპტიკა
ქსელური მოწყობილობები ქსელური მოწყობილობები

კატეგორია ვერ მოიძებნა

სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა

მოდულარული უწყვეტი კვების წყარო (UPS)  - ძალოვანი კაბინეტი 100KVA / 100KW

მოდულარული უწყვეტი კვების წყარო (UPS) - ძალოვანი კაბინეტი 100KVA / 100KW

არ არის მარაგში
14,583.03 ₾
ბრენდი
ბრენდი
მოდელი
მოდელი
100KW
კოდი
კოდი
IC-01389
გარანტია
გარანტია
N/A
გადახდა
გადახდა
ონლაინ/ბანკი
მარაგი
სტატუსი
არ არის

პროდუქტის აღწერა

HPM3320E-100 სერიის უწყვეტი კვების წყაროს ძალოვანი კაბინეტი შედგება 1-5 ცალი 20 კვტ. სიმძლავრის მოდულისგან. მისი მოდულარული დიზაინი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაზარდოს სისტემის სიმძლავრე, ხოლო მუშაობისას თუ რომელიმე აქტიური მოდული გამოვიდა მწყობრიდან, კაბინეტი დატვირთვას მუშა მოდულებზე გადაანაწილებს, რითაც შეუფერხებლად გააგრძელებს მოწყობილობების უწყვეტ კვებას. კაბინეტს გარედან უერთდება 200 ამპერამდე ტევადობის აკუმულატორები, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობების ხანგრძლივ ავტონომიურ მუშაობას.

აღნიშნულ კაბინეტს აქვს 5 ცალი 20 კვტ-იანი მოდულის მხარდაჭერის შესაძლებლობა, შესაბამისად მაქსიმალური ჯამური სიმძლავრე შეადგენს 100 კვა/კვტ-ს.

გამოიყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობების ხანგრძლივი და საიმედო კვებისთვის, როგორიცაა სამედიცინო დანადგარები, სატელეკომუნიკაციო სადგურები, სამრეწველო ავტომატიზაციის სისტემები, მონაცემთა ცენტრები და სხვა.

ფუნქციონალური შესაძლებლობები

  • ორმაგი გარდაქმნა
  • სუფთა სინუსოიდა
  • სარეზერვო კვებაზე გადართვის ნულოვანი დრო
  • ინტერფეისი: REPO, RS485, RJ45, USB, SNMP / Dry contact სლოტი
  • დაზიანებული მოდულის ჩართულ მდგომარეობაში შეცვლა
  • გენერატორთან თავსებადობა
  • მრავალმხრივი დაცვის ფუნქცია
  • დაცვის ხარისხი: IP20

გარანტიის გავრცელებისთვის აუცილებელი პირობა

  • მოწყობილობის ინსტალაცია უნდა განხორციელდეს კვალიფიციური ელექტროინჟინრის მიერ, ინსტალაციის ოფიციალურ სახელმძღვანელოში მითითებული ყველა წესის დაცვით.
  • მოწყობილობა უნდა იყოს მიერთებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტით მოწყობილ დამიწების კონტურზე.
  • ინსტალაციის შემდგომ შემოწმებას და ჩართვას ახორციელებს ინტელკომ ჯგუფის თანამშრომელი.
  • დაუშვებელია მოწყობილობის ჩართვა ინტელკომ ჯგუფის წარმომადგენლის გარეშე.

ტექნიკური დეტალები

  • სრული სიმძლავრე: 100000 VA
  • აქტიური სიმძლავრე: 100000 W
  • შემავალი სამუშაო ძაბვის დიაპაზონი: 138 V - 485 V
  • გამომავალი ნომინალური ძაბვა: 380 V
  • 20 კვტ. მოდულების რაოდენობა: 1 ც - 5 ც
  • შემავალი სამუშაო სიხშირის დიაპაზონი: 40 Hz - 70 Hz
  • გამომავალი სიხშირე: 50 ±0.1% ჰც
  • ეფექტურობა: 95.8 %
  • თითო მოდულის დამუხტვის მაქს. დენი: 18 A
  • კაბინეტის დამუხტვის მაქს. დენი: 90 A
  • პარალელურად მუშაობის უნარი: +
  • მოდულარული რეზერვირების ფუნქცია: +
  • სინუსოიდა: სუფთა სინუსოიდა
  • Bypass რეჟიმი: +
  • ავტომატური ჩართვა ძაბვის აღდგენის დროს: +
  • გენერატორთან თავსებადობა: +
  • ცივი ჩართვა: +
  • LCD ეკრანი: +
  • USB პორტი მენეჯმენტისთვის: +
  • სლოტი SNMP ბარათისთვის: +
  • ფაზების რაოდენობა: 3
  • ტერმინალი: +
  • სამუშაო ტემერატურა: 0 °C - 40 °C
  • წონა: 153 კგ